Associated Press - აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობებს უკრძალავს

აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან „რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს“ უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციის მქონე ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ვრცელდება ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალზე, ასევე, მათი ოჯახების წევრებსა და კონტრაქტორებზე, რომლებსაც წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე. გადაწყვეტილება ჩინეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა 2025 წლის იანვარში მიიღო, ცოტა ხნით ადრე, სანამ თანამდებობას დატოვებდა.

აღინიშნება, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების უფრო შეზღუდული ვერსია გასულ ზაფხულს ამოქმედდა და ის ამერიკელ პერსონალს “რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს” უკრძალავდა ჩინეთის მოქალაქეებთან, რომლებიც დაცვად ან სხვა დამხმარე პერსონალად მუშაობენ ჩინეთში აშშ-ის საელჩოში ან აშშ-ის ხუთ საკონსულოში. თუმცა ბერნსმა აკრძალვა გააფართოვა 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

Associated Press-ი აღნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერკვიათ გადაწყვეტილება კონკრეტულად როგორ განსაზღვრავს ფრაზას “რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობები”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის