გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი - შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო - საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას ვალდებულებები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და რისკებზე საუბრობს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები.

“საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, - ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს