სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იუნ სუკ იოლის გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას იუნ სუკ იოლის გადაყენების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მომიტინგეები სკანდირებდნენ :"ჩვენ გავიმარჯვეთ!"

ამასთან, იუნის მხარდამჭერები მის ოფიციალურ რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი მომიტინგე პოლიციის ავტობუსის მინის ჩამტვრევისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა