ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ ბავშვების ჯანმრთელობა არ აინტერესებს - ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც ერს, კითხვის ნიშანი გვიდგას

ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და მსჯელობა იქნებოდა - „ქართულ ოცნებას“ მსგავსი არაფერი არ აინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რძის პროდუქტებში აფლატოქსინების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში რძის ნაწარმში მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა სწორედ პოლიტიკური საკითხია და „ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ სხვა საკითხებზე ისაუბრონ.

„ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და ისევე, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც გუშინ გავრცელდა, კერძოდ, ვგულისხმობ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის გადაჭარბებულ რაოდენობას. „ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ გამოვიდნენ და სისულელეები ილაპარაკონ თუ რა ხდება ამერიკაში და ა.შ. ეს პოლიტიკური საკითხია, ქართულ ბაზარზე გავრცელებული რძე, რომელსაც უმეტესწილად სვამენ ბავშვები და ჩვენ საკვებში ვიყენებთ, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს სიმსივნეს.

ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და მსჯელობა იქნებოდა იმ თემაზე, რომელიც ეხება ქართველი ბავშვების უმეტესობას.

„ქართულ ოცნებას“ მსგავსი არაფერი აინტერესებს, მათ არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ სხვა თემებზე ილაპარაკონ, ,,ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ კითხვის ნიშანი გვიდგას, როგორც ერს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს