კირილ დმიტრიევი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საერთოდ შეუძლებელია, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული ფორმით, შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის

ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ისეთი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელსაც რუსეთი მიიღებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ „შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული ფორმით მისაღები იყოს რუსეთისთვის“.

„ვფიქრობ, თქვენ იცით, მე ორიენტირებული ვარ ინვესტიციებზე და ეკონომიკაზე, ასე რომ, კონკრეტულ საკითხებზე უფრო ჰიპოთეტურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული ფორმით, შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება. მან გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩავიდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის