გრიგოლ ლილუაშვილის წერილობით მიმართვას, სადაც ის სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა გრიგოლ ლილუაშვილის წერილობით მიმართვას, სადაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა, 1-ელი აპრილით არის დათარიღებული.

მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა საკითხი მოიკვლია და დასკვნის პროექტი მოამზადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა, შემდეგ კი, დასკვნის პროექტს სესიაზე წარადგენენ.

„საქართველოს პარლამენტს წერილობით მოგვმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა და თანამდებობიდან ვადამდე გადადგომა მოითხოვა. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბრამდე ჰქონდა ბატონ გრიგოლს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, ის შემდგომ ამ კუთხით მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. ამავდროულად, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსდა, იქნება რეგიონული მიმართულებით სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების და სახელმწიფო პოლიტიკის კვლავ განხორციელების თვალსაზრისით, რაც დღემდე საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ბატონი გრიგოლ ლოლუაშვილი მოიაზრება სწორედ ამ თანამდებობაზე მინისტრის პოსტზე. ამავდროულად, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მოიაზრება ბატონი ანრი ოხანაშვილი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო