ანრი ოხანაშვილი - უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება. სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა.

ამასთან, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ ანრი ოხანაშვილს ამ წუთებში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უსმენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება