სალომე ზურაბიშვილი - „რძის სკანდალი“ აჩვენებს, რომ ყველაფერი იმისკენაა მიმართული, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ

ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ - დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ გარკვეულ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული სააგენტოები და ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან.

„რძის სკანდალი“ ბევრი რამის მაჩვენებელია. ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რაც შეიძლება მეტად, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე გამდიდრდნენ. არაფერს უკვირდებიან და არაფერი აფერხებთ. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? - სწორედ, ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე დაცული იყოს. არამხოლოდ რაღაც რეგლამენტაციებით, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ ასოცირების ფარგლებში ხელი მოწერილი აქვს. ხელის მოწერა არ ჰყოფნის, მერე ეს უნდა შეასრულო!

ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს. ეს სააგენტო არის, როგორც ყველა სააგენტოები, ინსტიტუტები, მათზე დამოკიდებული და არანაირად თავის ფუნქციას არ ასრულებს. სასამართლო, რომელშიც თურმე პაპაშვილმა თავისი რაღაც მტკიცებულებები შეიტანა, არ არსებობს, ე.ი. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით… ჩვენი პროდუქტი არანაირად დაცული არ არის.

ამ საქმიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ის, რომ ამით ჩვენი ერთ-ერთი პროდუქციის ჩაძირვა მიდის. თუ რომელიმე პროდუქციაა, რომელიც სრულიად ქართულია და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ არის რძე და რძის ნაწარმის პროდუქცია. ამიტომ ძალიან მავნებლური სქემებია, ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგადაა იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ეს ხალხის ხარჯზე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა