ანრი ოხანაშვილი - საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები - ერთ-ერთია უცხოური ძალების, ასევე მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის შეფერხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები

საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები- ერთ-ერთია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ, საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას.

„საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ, საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას. მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიბრიდული საფრთხეებისა და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერდანაშაულები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ ანრი ოხანაშვილს ამ წუთებში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უსმენს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო