ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითს“ დაგეგმილი აქვს სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან

ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 31 მარტის საპროტესტო აქციაზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამის კითხვას უპასუხა.

კობახიძის თქმით, „დიფ სთეითმა“ ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან მქონდა ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე და შეგიძლიათ ნახოთ ეს ინტერვიუ. მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან. რაც 31 მარტს ვიხილეთ, რეალურად, ამის გამოხატულებაა. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს