„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი - დღეს ემიგრაცია აღარ არის მხოლოდ სამუშაო ძალის გადინების პროცესი, არამედ ახალგაზრდა, გონიერი და პერსპექტიული ადამიანების გადინებასთან გვაქვს საქმე

გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტატისტიკის თანახმად, მოსწავლის სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“. ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი იყო 2022-2023 წელს, როცა 15 000-მდე მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, მაგრამ არც ამჯერად არის დამაიმედებელი სურათი - 2023-2024 სასწავლო წელს ეს ნიშნული დაახლოებით 11 ათასია - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის “ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ემიგრაცია აღარ არის მხოლოდ სამუშაო ძალის გადინების პროცესი, არამედ ახლა ახალგაზრდა, გონიერი და პერსპექტიული ადამიანების გადინებასთან გვაქვს საქმე.

„ფაქტია, არაერთი წელია უკვე, რაც მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტა მჭიდროდაა დაკავშირებული მათ ემიგრაციაში წასვლასთან. რა არის ამის მიზეზი? უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდის დაკარგვა ღირსეული ცხოვრების, ხარისხიანი განათლების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივის არარსებობა. მოქალაქეებმა დაიწყეს ქვეყნის დატოვება ოჯახებით, უცხო ქვეყანაში მკვიდრდებიან შვილებით, რაც გულისხმობს, რომ სამშობლოში დაბრუნებას აღარ გეგმავენ. საქართველოს მომავალი მიდის ემიგრაციაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია 95.6%-ით გაიზარდა, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს ხელისუფლების საგარეო ორიენტაციის ცვლილებასა და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას უკავშირდება. დღეს ემიგრაცია აღარ არის მხოლოდ სამუშაო ძალის გადინების პროცესი, ახლა - ტვინებისა და პერსპექტივის გადინებასთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ გუდავს მომავალს, რადგან პოტენციურად ემიგრანტი, ან ემიგრაციის მსურველი ოჯახებიდან მოზარდები არიან მეცნიერებაში, კულტურასა თუ სპორტში მომავალი წარმატებების მომპოვებლები. რა იქნება ჩვენი ქვეყანა მათ გარეშე, მათ მიერ მოტანილი გამარჯვებების, აღმოჩენებისა და მიღწევების გარეშე?! ჩვენი ქვეყანა დარჩება მხოლოდ გეოგრაფიულ მოცემულობად მსოფლიო რუკაზე. ამიტომ, ვერ დაველოდებით მიმდინარე წლისა თუ მომდევნო წლების სტატისტიკას, ბედნიერი ცხოვრების პირობები, კეთილდღეობა უნდა შევქმნათ აქ, საქართველოში, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ ქვეყნის არალეგიტიმური ხელისუფლებისგან გათავისუფლების შემდგომ მოგვეცემა. დიახ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით სწორედ ბავშვებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობები და კეთილდღეობა. საქართველოში მიღებული განათლება გაუთანაბრდება ევროპულს და გაჩნდება განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივები“, - განაცხადა კვიტაიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს