ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები მას და გრიგოლ ლილუაშვილს, რის გამოც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნა აღარ ხდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული მიდგომები მას და გრიგოლ ლილუაშვილს, რის გამოც ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, მათ შორის, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით.

„რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა. სხვადასხვა საკითხი იყო, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. გვქონდა ჯანსაღი დიალოგი ამ თემაზე, ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ დააანონსა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდებოდა და მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრი აღარ იქნებოდა. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე კახაბერ გულედანი დაინიშნება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა