თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მიმართულებით მოქმედი დაწესებულებები. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 40 მდე სამედიცინი კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის აქტიურ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სამედიცინო სფეროში არსებულ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კომპანიების წარმომადგენლებს.

ღონისძიებია ფარგლებში განხორციელდება კომპანიების მოხსენებები თემაზე “დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნები და გამოწვევები”.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართება მასტერკლასები თემაზე: “რეზიუმეს შექმნა”, “დამსაქმებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები”, “გასაუბრების ტექნიკა”.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება