ეკა გიგაური - არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს

არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს - ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობას მხოლოდ იმ ქვეყნებთან ამყარებს, სადაც დემოკრატია და კანონის უზენაესობა არსებობს.

„ეს ადამიანები [„ქართული ოცნების“ წევრები] სპეციალურად არ თარგმნიან ამ ტერმინს - „დიფ სთეითს“, რადგან ეს რომ გადაითარგმნოს აბსურდული იქნება. ისინი „ღრმა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობენ. არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს.

რაც შეეხება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. ისინი მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობენ. დემოკრატია, კანონის უზენაესობა მათთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას ესაუბრება, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო სისტემა იყოს, რომ თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და ოპონენტებს, მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ერჩოდნენ. ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს. ამიტომ, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს აშშ-ში, სანამ საქართველოში პრობლემები არ მოგვარდება, მათ მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა