შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა

დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად.

„რამხელა ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად, თან მაშინ, როდესაც ევროპული ფონდების გამოყენებით და ევროპის სახელით ფინანსდება: ფაშისტური საიტი მონა.ჯი; ზიზღით გაჟღენთილი და ღირსების შემლახავი ისტერიული თავდასხმები; მტრობის გამაღვივებელი პროპაგანდა; მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება. დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. არდაგმობა კი წახალისებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო