მამუკა ხაზარაძე - „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ!

„ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი პოლიტიკური ველიდან გაეყვანა და დაემონებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

„ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა, რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ.

ბოლო 5 წლის პოლიტიკური შეტევის განხორციელების შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვიშვა პოლიტიკური სცენიდან, პირიქით უფრო გავძლიერდით. ვერც ციხით დაგვაშინებს და ვერც ვერაფერს ვერ გვიზამს. მის ამ ქმედებებზე პასუხი მარტივია, მისი მთავრობა ანტიქართულია, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის კონსტიტუციით გაცხადებულ არჩევანს - ევროინტეგრაციას - და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მარტო დატოვოს, პარტნიორების გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე, მამუკა ხაზარაძე, საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს „ცინიზმი“ უწოდა.

„ეს ყველაფერი სასაცილოა, როცა ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო სხდომის ჩანიშვნას. ბადრის და ჩვენს იურისტებს დაურეკეს და უთხრეს, რომ სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. ეს არის ცინიზმი. ქვეყანაში სასამართლო არ არის, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები. ისინი იმის რევიზიას ახდენენ, რაც მათივე სასამართლოში არის მიღებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი