კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციას 40 ახალი წევრი ჰყავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციას 40 ახალი წევრი შეემატა.

როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, პარტიის ახალი და პროფესიონალი კადრებით ზრდა მნიშვნელოვანია.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, "ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას 40 ახალი წევრი შეემატა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წევრობის მსურველი კანდიდატებიც გვყავს. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ჩვენთან გაწევრიანება სურთ, შეუძლიათ მოვიდნენ ოფისში, ან სოციალურ ქსელში დაგვიკავშირდნენ. ამ პროცესში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, კვალიფიციური კადრებით პარტიის გაძლიერება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი თოდუამ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები, რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-მდე წარმომადგენელი ესწრება.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და ახალ საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე მსჯელობენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა