ირაკლი კუპრაძე - გრძელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ

გრძელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში საპოლიციო ავტორიტარიზმი შექმნა.

„გრძელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მან საპოლიციო ავტორიტარიზმი შექმნა. ბადრი ჯაფარიძეს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, მაგრამ ეს არ გვაშინებს და გვაბრკოლებს. მომდევნო კვირებში ველოდებით სასამართლო პროცესებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“. ასევე გავაგრძელებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირებას, იმ უკანონობის შესახებ, რომელიც ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, იმ გადაწყვეტილებას აღასრულებს პროკურატურაც და სასამართლო კლანიც“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. გამოკითხვის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია