გიორგი კირთაძე - სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია და დასანქცირებულია

სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებული, - ამის შესახებ " კოალიცია ცვლილებისთვის ", ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი ერთპიროვნულად წყვეტს ვინ მოხსნას და ვინ დანიშნოს თანამდებობაზე უნდა შეიცვალოს.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, არალეგიტიმურ ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოს რიჟვაძის ნაცვლად შესთავაზოს ბატონი თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არავინ იცნობს. მითუმეტეს, პოლიტიკური გამოცდილებით ბათუმსა და აჭარაში. მის შესახებ, რაც ვიცით არის ის, რომ ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებულია ჩვენი დასავლელი წარმომადგენლების მხრიდან და ეს ფაქტი ბევრ რამეს ცხადყოფს. ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს და ვინ მოხსნას თანამდებობიდან, უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა კირთაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს