შალვა პაპუაშვილი - ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც რეგიონშია

ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია, – ამის შესახებ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასამბლეის ფარგლებში აქვთ 130 ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრის შესაძლებლობა, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

"დღეს შეხვედრა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია. იმ სიტუაციაზე ვისაუბრეთ, რომელიც ისრაელში, ღაზაშია. ამ მხრივ, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ გატაცებული ადამიანები სახლში და ის კონფლიქტი მალე დასრულდეს, რომელიც არსებობს.

ისრაელის პარლამენტის სპიკერმა საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა ამ საკითხებზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერის ფონზე, რომ ამ საკითხების გადაჭრა შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, მთლიანად რეგიონზე ვისაუბრეთ, უკრაინაში მიმდინარე ომზე. იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ამ უსაფრთხოების გარემოს საქართველოზე და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა იმისთვის, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ასევე ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, ვისთანაც, როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენ ვიზიარებთ იმ ხედვებს, რაც ეხება ღირებულებით საკითხებს. ისევე, როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენც იმ საკითხებზე ვსაუბრობდით, რაზეც დღეს ახალი ადმინისტრაცია არა მხოლოდ საუბრობს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს გარკვეული მავნე ინსტრუმენტების თუ ინსტიტუტების შეცვლის მხრივ. ამ თვალსაზრისითაც ისრაელის პარლამენტის სპიკერთან საუბარი მქონდა, რომ ორივე ქვეყანას მსგავსი გამოცდილება და მსგავსი კმაყოფილება გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულების მხრივ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები შეიცვალა და ამას ხედავს როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის