შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არის არა იმ ადამიანში, ვინც სხვებს თავს დაესხა ღირსების შემლახველი და ზიზღის კამპანიით, არამედ პრობლემაა მათში, ვინც ამ ადამიანს აფინანსებს და აქეზებს - ზოგიერთი საელჩო ამ კამპანიის უკან დგას

პრობლემა არის არა იმ ადამიანში, ვინც სხვებს თავს დაესხა ღირსების შემლახველი და ზიზღის კამპანიით, არამედ პრობლემაა მათში, ვინც ამ ადამიანს აფინანსებს და აქეზებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვატო შაქარაშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია“.

,,გუშინ დილით, სოციალურ ქსელში სტატუსი მქონდა, რომელიც გერმანიის საელჩოს ერთ-ერთ განცხადებას ეხებოდა. იქაც აღვნიშნე, რომ ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია. რამდენიმე საათიც არ იყო გასული, როცა ამ ფაშისტური კამპანიის გამოვლინება იყო, როცა ადამიანი პროვოკაციულად მივიდა და ღირსების შემლახველი თავდასხმა დაიწყო. ზუსტად ეს არის, რაც წახალისებულია ზოგიერთი საელჩოს და დონორის მხრიდან. ამას უკრავენ ტაშს, ასე უნდათ, რომ ჩვენი საზოგადოება გახლიჩონ. ეს არის განზრახვა, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ და საზოგადოებაში მუდმივი შფოთი იყოს. ვერცერთ საელჩოს ვერ ნახავთ, რომელიც ამას დაგმობს, რადგან ზუსტად ზოგიერთი საელჩო ამ კამპანიის უკან დგას. მათ მიერ დაქირავებული ადამიანები „მონა-მონა“ და „რუსი-რუსი“ კამპანიას აწარმოებენ. ეს არის ზოგიერთი დიპლომატისა და დონორის მხრიდან ქართულ საზოგადოებაზე ჩვეულებრივი ჰიბრიდული თავდასხმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ, უკვეთავენ და აქეზებენ ამ ღირსების შემლახავ კამპანიას. გერმანიის საელჩოს განცხადება იყო, რომლითაც ფაქტობრივად, ისინი ამბობდნენ, რომ ვენის კონვენციას არ აღიარებენ და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევიან იმიტომ, რომ რატომღაც ალბათ, გერმანიის საელჩო ფიქრობს და საკუთარ კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი მსოფლიოში ღირსების დაცვაზე. სად ხედავენ ღირსებას, როცა ადამიანების მიმართ ასეთი ეპითეტებით მიმართვა ხდება? – ეს წაქეზებულია ზუსტად იმ წაყრუებით ან პირდაპირი შეკვეთით, რაც სხვადასხვა უცხოური ფონდიდან მოდის ორგანიზაციების მიმართ. ყველას შევახსენებ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან „მოლოტოვის“ კოქტეილს აფინანსებდნენ. ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან „მონა.ჯი“-ს კამპანიას აფინანსებდნენ. ასე რომ, პრობლემა არის არა იმ ადამიანში, ვინც სხვებს თავს დაესხა ღირსების შემლახველი და ზიზღის კამპანიით, არამედ პრობლემაა მათში, ვინც ამ ადამიანს აფინანსებს და აქეზებს. ვინ აფინანსებთ და ვინ აქეზებთ, სამწუხაროდ, ამას სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან ყოველ დღე ვხედავთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია