აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მიმდინარე წელს ჩვენ გავზარდეთ პროგრამული ნაწილის დაფინანსება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.

დღეს ვიმყოფებით კახეთში, სადაც თელავში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით ჩვენი პროგრამები, რომელიც მათ ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

„ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები