ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიზელ ჟურდა ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. გარდა ამისა, მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ევროკავშირის როლს უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.

„ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, ინიციატივის დინამიკის გაგრძელებას, რომელმაც, უკრაინაში ომის მიუხედავად, მისი წევრი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები