ანონსი 7 აპრილი

7 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

7 აპრილს, 10:30 საათზე, მედიის კითხვებს მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

7 აპრილს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ლევან სამუშიასა და თორნიკე ართქმელაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „უკანონო საგამოძიებო კომისია“.

7 აპრილს, 11:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ შესახებ დისკუსიების სერიის პირველ შეხვედრას გამართავს.

მის: „ტერმინალი აბაშიძეზე“ (ირაკლი აბაშიძის ქ. №34, მე-2 სართული.)

საკონტაქტო: ნანა ამისულაშვილი - 577 777 627

7 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პროფესიული გადამზადების პროგრამაზე („ისწავლე და დასაქმდი“) რეგისტრაციის შედეგები: როგორია მიმართვიანობა და რომელ სპეციალობებზეა მოთხოვნა. კოლეჯმა „სპექტრმა“ საჩხერეში ახალი ფილიალი გახსნა, სადაც სასწავლო პროცესი აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება - რომელ პროგრამებზეა მიღება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 აპრილს. 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

7 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

7 აპრილს, 16:00 საათზე, თსსუ-ში სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2024“ საზეიმოდ გაიხსნება

მის: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის III კორპუსი, თეატრალური დარბაზი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო