„ძლიერი საქართველოს“ ადვოკატი - გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ - გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას გავაგებინოთ, როგორ აყალბებს არჩევნებს „ქართული ოცნება“

„ძლიერი საქართველოს“ ადვოკატის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, კოალიცია ცესკო-სთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მისი თქმით, „ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს“.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუმცა უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს - დღეს არის ამის დასტური. სასამართლო დარბაზში მოყვანილ იქნა არაერთი არგუმენტი, კანონის პირდაპირი ჩანაწერი, რომ დადგენილება ეწინააღმდეგებოდა კანონის ჩანაწერს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როდესაც კანონს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და განსაკუთრებით სასამართლოში არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა აუცილებლად გავასაჩივრებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც გაგვაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას გავაგებინოთ თუ როგორ აყალბებს არჩევნებს “ქართული ოცნება”, როგორ გააყალბა ეს არჩევნები 26 ოქტომბერს და როგორ ცდილობს მომავალი არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა ართქმელაძემ.

„ძლიერმა საქართველომ“ და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო