შალვა პაპუაშვილი PACE-ს სხდომაზე - როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების  და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა, სერიოზულობა დაკარგული აქვს - ყვირილი უნდათ და არა დიალოგი

როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა და ქართველ ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულობა დაკარგული აქვს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, რომ „სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

„შეგახსენებთ, 2022 წელს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტიკურ პატიმრად. მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ? როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა და ქართველი ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულობა დაკარგული აქვს.

ესაუბრონ ერთმანეთს, რადგან არ უნდათ, რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი. ვხედავთ რომ მათ უნდათ ყვირილი და არა დიალოგი. ეს არის ახალი ტენდენცია, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, განსაკუთრებით ომის აქტივისტისგან, რომელსაც სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთი ხალხის მხრიდან ჩვენი კრიტიკა გვიდასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ასეთი ხალხი რომ გვაქებდეს, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ცუდად. ვიცით მათი ზრახვები. რაც შეეხება საკითხს, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც იანვარში მიღებული იქნა ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, სადაც თვალს ხუჭავენ, ადამიანებად არ მიიჩნევენ მილიონ 120 ათას მოქალაქეს, ადამიანებად არ გვთვლიან, საარჩევნო უფლებებს ლახავენ, მიღებული იყო გადაწყვეტილება და დატოვეს დელეგაცია. დელეგაცია არ გვყავს დაკომპლექტებული და ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა - არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა