პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან, რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა, ქვეყანას იცავდა თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს!

ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა - ქვეყანას იცავდა, თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართავს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „გეორგიევსკის ტრაქტატის” „შინაარსი და მისი შედეგები უყვართ და არა ერეკლე II“.

„თქვენ ერეკლე კი არა - „გეორგიევსკის ტრაქტატი” გიყვართ… და განსაკუთრებით ის, რაც ამ ტრაქტატს მოჰყვა: ქართლისა და კახეთის გაუქმება, მეფობის მოსპობა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, პატრიარქის გადაყვანა რუსეთში, ტაძრების გადაღებვა, ქართული ენის განდევნა, ქვეყნის ოკუპაცია და დასჯა ყველა მცდელობისთვის, რომ თავი რუსულ უღელს დაეღწია!

სხვათა შორის, კომუნისტებიც ზარ-ზეიმით ზეიმობდნენ, ამ ტრაქტატის წლისთავებს. რატომ? - იმიტომ, რომ მათთვისაც ის იყო დამორჩილების, მონობის და საქართველოს რუსეთთან მარტოდ დატოვების სიმბოლო”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს