შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია -  ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული, ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“

სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს, „მერე რა დაიხოცება ხალხი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“.

„სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი. ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან". „მაკკეინის ინსტიტუტი“ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს. „მერე რა დაიხოცება ხალხი“, „დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, ჯარისკაცები“, „მერე რა მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით იქნება სამყაროო“. როგორ უდგანან გვერდში კარგად ხედავს ხოლმე, სამწუხაროდ, ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები