ლევან სამუშია - ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა - წევრთა ნახევარი ოპოზიცია უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მასხარებს ოპოზიცია დაარქვეს, მაინც არ არის 50%

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მისივე განმარტებით, კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული უნდა იყოს.

„ხელისუფლების მიმტაცებელმა რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის განკუთვნილი კომისია შექმნა, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისია დაარქვა. დევნის ფაქტები ცალსახაა და ყველა ვხედავთ, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე დევნა მიმდინარეობს.

გარკვეულ პირთა ჯგუფი პარლამენტში შეიკრიბა. მათ საკუთარ თავს ჯერ პარლამენტი დაარქვეს, შემდეგ ამ გარკვეულ პირთა ჯგუფმა თავიანთი ჯგუფიდან მასხარები გამოყო და ოპოზიცია დაარქვეს, შემდეგ კი შექმნეს ე.წ. ვითომ საგამოძიებო კომისია. მიუხედავად ამ სიყალბეებისა და თავის თავში საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობისა, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ფორმალურად, ვითომ ე.წ. საგამოძიებო კომისია ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან მიახლოებული.

მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ე.წ. საგამოძიებო კომისია არის ყალბი და ფორმალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციაში უნდა იყოს. ე.წ. მასხარებს ოპოზიცია დაარქვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც არ არის 50%, ვითომ ოპოზიციური წევრებისა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა, მისი მიღებული ყველა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ხოლო საუბარი იმაზე, რომ (რასაც დღეს პროკურატურა საუბრობს) გახარიას პარტიას კვოტა გამოუყვეს და ცდილობენ გახარიას პარტიით ამის გამართლებას, არ გამოუვათ, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ საუბრობს, რომ წევრთა ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციის. წევრებს სახელი და გვარი აქვთ, ხოლო კვოტას სახელი და გვარი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა სრულიად ჩამოშლილია. ე.წ. საგამოძიებო კომისია, როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად, სრულია უკანონოა“, - განაცხად ლევან სამუშიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია