თორნიკე ართქმელაძე - ის თავყრილობა, რომელიც პარლამენტში იმართება, არ შეიძლება სამართლებრივად, კონსტიტუციურად მოვიხსენიოთ, როგორც საგამოძიებო კომისია, რადგან ფორმალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას მოკლებულია

ეს [პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია] არის კანონის და კონსტიტუციით დარღვევით შეკრებილი კომისია - ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართოთ, რათა ეს კიდევ უფრო ცალსახად საზოგადოებას დავანახოთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია „ფორმალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას მოკლებულია“.

„საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად ამბობს, რომ მისი წევრთა სულ მცირე ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გარკვეულ წევრებს ოპოზიცია დაარქვეს და ისე დროებით საგამოძიებო კომისიაში შეიყვანეს, დღესაც, რვა წევრიდან ხუთი არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. შესაბამისად, ის თავყრილობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმართება, არ შეიძლება სამართლებრივად, კონსტიტუციურად მოვიხსენიოთ, როგორც საგამოძიებო კომისია, რადგან ფორმალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას მოკლებულია. ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, კონსტიტუციის მოთხოვნის უხეში დარღვევა.

აქედან გამომდინარე, ეს არის კანონის და კონსტიტუციით დარღვევით შეკრებილი კომისია და ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართოთ, რათა ეს კიდევ უფრო ცალსახად საზოგადოებას დავანახოთ“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება