პარლამენტში რეორგანიზაცია გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარლამენტის აპარატის რეორგანიზაციის შედეგად მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა შეიცვლება.

რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება სახელწოდებით - “პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში დაიწყო: - ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი; სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საორგანიზაციო დეპარტამენტი; საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საქმისწარმოების დეპარტამენტი; მანდატურის სამსახური; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირად პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი განისაზღვრა.

ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც “ქართული ოცნების“ ინიციატივით XI მოწვევის პარლამენტში მიიღეს, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის განხორციელებას ეხება. “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რამდენიმე მუხლი შეიცვალა და შედეგად რეორგანიზაციის ჩატარების პროცესი გამარტივდა. იმავდროულად, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტშიც აისახა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკის მქონე თანამშრომელი სამსახურიდან ნებაყოფლობით - პირადი განცხადების საფუძველზე წავა, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია 3 აპრილს გამოაცხადა. მისი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გამოცხადების დღიდან ძალაშია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო