დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეებს - ვიღაცას გაერთიანება სურს, ვიღაცას არ სურს, რომ ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე

დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეებს - ვიღაცას გაერთიანება სურს, ვიღაცას არ სურს, რომ ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებზე უარს ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ადგილი პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ არის.

„მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვას არჩევნებზე, ერთია, რომ ეშინია იმის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უნდობლობას განუცხადებს. ამ ზღვარს ქვემოთ დაშვებული სარეიტინგო მონაცემის გამო ისინი არჩევნებს უფრთხიან.

მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალები, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით და სურვილით არ მოქმედებენ, თავიდან ბოლომდე ისინი დამოკიდებული არიან, რა დავალებას მისცემენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, რა კონკრეტული ქცევის წესი ექნებათ შემოთავაზებული დავალების მიმცემ აგენტურას და ისე მოიქცევიან. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ „დიფ სთეითმა“ USAID-ი და NED-ი ჩაანაცვლა, ევროპიდან მოახდინა გარკვეული თანხებით ამ ფონდების შევსება, რომელიც თითქოს, არჩევნებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის განკუთვნილი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცალკეულ რადიკალურ ჯგუფებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარკვეული სურვილები აქვთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა