მიხეილ სააკაშვილი - სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ

სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები.

„სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ. ჩემი ყველა ახლობლის შვილი ტოვებს ან უკვე დატოვა ქვეყანა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები და მათ გზა საკუთარ ქვეყანაში გავუხსნათ!“ - წერს სააკაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა