დავით მათიკაშვილი - საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში რაიმე ფორმის პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ

საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში რაიმე ფორმის პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცესო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საკუთრივ პარლამენტის აპარატში გამოცხადებულ რეორგანიზაციას, მათიკაშვილის თქმით, რეორგანიზაციის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ უფრო მეტად ეფექტიანი, მოქნილი და შრომისუნარიანი საპარლამენტო სტრუქტურების ჩამოყალიბების მიზნით მიიღო.

„პარლამენტის აპარატში რაიმე ფორმის ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა და ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ის იღებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ემპირიული გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტში არსებობს, იმ დაკვირვებით, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რათა პარლამენტის აპარატის სტრუქტურები უფრო მეტად ეფექტიანი, მოქნილი და შრომისუნარიანი გახადოს. ეს მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა.

ყველა სახელმწიფო სტრუქტურა რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს. მას საკუთარი მიზნები და ამოცანები გააჩნია. რაიმე ფორმით პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარლამენტის აპარატის რეორგანიზაციის შედეგად მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა შეიცვლება.

რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება სახელწოდებით - “პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს