სალომე სამადაშვილი - დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში - არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს ჩვენ დავიცავთ

დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს პროევროპული პოლიტიკური ძალები დაიცავენ.

„დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ, პროევროპული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები“,- წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ