შალვა პაპუაშვილი - სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ დაეხარჯა, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით

[ანაკლიის პორტის მშენებლობის] ტენდერში მონაწილეობა არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია - სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

„ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით,“ - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

„საქართველომ გააუქმა პორტთან დაკავშირებული კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან. ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ ის მიმართულია ჩინურ კომპანიას გადასცეს ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს არის საკითხი, რომელზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ღრმად იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას“, - აღნიშნა სენატორმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა