შვედი დეპუტატი ბორიანა ობერგი - საქართველოში სიტუაცია გაუარესდა - წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები

საქართველოში სიტუაცია გაუარესდა. გუშინ, აღინიშნა დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 130-ე დღე. ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების არნახული გზის მიუხედავად, - ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

„ნაცემია ასობით ჟურნალისტი და მომიტინგე და არცერთ პოლიციელი ანგარიშვალდებული არ გამხდარა, რაც არ ტოვებს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ძალადობის უკან“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია არსებული კრიზისის მოგვარებამდე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში განაცხადა, წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა შვედმა დეპუტატმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ