ნიკა გვარამია - რეჟიმი წკიპზეა, თიხის ფეხებზე დგას და ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს, არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება

ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს - რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა.

„მესმის კარგად, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც. მაგრამ მინდა ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და ის შეაფასე, როგორაა ის თავად.

ჰოდა, შევხედოთ „ქართულ ოცნებას“: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.

P.S. ოღონდ „რეჟიმი აგონიაშია“ თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება“,- წერს გვარამია.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება