ირაკლი კობახიძე - ჯინ შაჰინიც „დიფ სტეიტის“ ერთი მორიგი თანამშრომელია

ქალბატონი ჯინ შაჰინიც „დიფ სტეიტის“ ერთი მორიგი თანამშრომელია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიციები.

„ძალიან მძიმედ შესაფასებელი განცხადებებია, რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით ვისმენთ. თქვენ იცით, რომ ჯერ ანაკლიის პროექტი კონკრეტული კონსორციუმის ხელში იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე. მას ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, ნული! ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ?! შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა, ხომ? - რატომ არ შემოიტანა არცერთმა ამერიკულმა კომპანიამ? როცა ამერიკელი ხარ და ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში არ მოგწონს, მაშინ შენ შემოგეტანა განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც „დიფ სტეიტის“ ერთი მორიგი ასე ვთქვათ, თანამშრომელია და ამიტომ ასეთ განცხადებას აკეთებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

„საქართველომ გააუქმა პორტთან დაკავშირებული კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან. ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ ის მიმართულია ჩინურ კომპანიას გადასცეს ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს არის საკითხი, რომელზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ღრმად იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას“, - აღნიშნა სენატორმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა