ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს.

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, კონკრეტული პარტიებიც კი დაუპირისპირეს. 2018 წელს დავეხმარეთ, მაშინ მოღალატედ მოიხსენიებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მას და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა გმირად გამოაცხადეს. მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა.

მე ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეებს წინაშე, ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდებაში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო საერთოდ არ არის.

„ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54% და ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, 64-ივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა