ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს.

„სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, კონკრეტული პარტიებიც კი დაუპირისპირეს. 2018 წელს დავეხმარეთ, მაშინ მოღალატედ მოიხსენიებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მას და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა გმირად გამოაცხადეს. მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა.

მე ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეებს წინაშე, ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდებაში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო საერთოდ არ არის.

„ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54% და ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, 64-ივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს