ირაკლი კობახიძე - ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს

ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრების ეშინიათ, “რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი”.

„ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს. ბუნებრივია, რომ მათ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დასწრება ეშინიათ. ამ ადამიანებს უამრავი დანაშაული ჩადენილი აქვთ, შესაბამისად, იმ პროცესზე გამოცხადება ეშინიათ, სადაც მათი მხილება მოხდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა