თინა ბოკუჩავა - PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, „ოცნების“ დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება

PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბოკუჩავას თქმით, ის დღეს მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა.

“ქოცთა ვარამი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე გრძელდება.

დღეს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით დავესწარი მონიტორინგის კომიტეტს, სადაც სრული კონსენსუსია, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. Une vrai autocracie არის შეფასება, რომელსაც ამ დარბაზებში მოისმენთ. ეს ის კომიტეტია, სადაც წულუკიანმა იანვრის სესიაზე დებატებში 10-0 წააგო, როდესაც ამ ჯალათს და მის რუსულ პროპაგანდას ოპონირებას მარტო ვუწევდი. ვერც ფრანგულის ცოდნამ უშველა, ვერც წივილ-კივილმა. დღეს არ ბრძანდება აღარც ის, აღარც “პოს ტვ” და აღარც “იმედი”. იქნებ ისიც ყაველაშვილთან ერთად საცხრამაისოდ წითელი მოედნისთვის ემზადებიან?

ახლა კი საქმეზე - PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება.

იჯდეს ახლა თეა და წეროს და იკითხოს საბრალდებო დასკვნები არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაში მამის საუკეთესო საბჭოთა მემკვიდრეობის იმიტირებით.

ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, - წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია