ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ინდოეთში მიიწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, ტექნოლოგიების სფეროებში.

ომ ბირლამ აღნიშნა ინდოეთის პარლამენტის ღირებული გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ამ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა.

ომ ბირლამ შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში მიიწვია”, - აღინიშნება ინფორმაციაში.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა