ნიკა გვარამია - არანაირ კომისიაზე არ მივალ, არც განვიხილავ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად - არ მაღელვებს, მითუმეტეს, მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც 8 აპრილს არის დაბარებული, მისვლას არ აპირებს.

ნიკა გვარამიას თქმით, საკითხს არც განიხილავს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს.

გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“.

„არავითარ შემთხვევაში, ხვალ, არანაირ კომისიაზე არ მივალ, საერთოდ, არც განვიხილავ ამ მომენტს, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, რაც შეიძლება დადგეს.

თუ ნიკა გვარამია დაიჭირეს, იმიტომ, რომ ვიდეომასალა ჰქონდათ, რომ მისი ცოლი, ქალიშვილი და ძაღლი როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან - რეალურად ამის საფუძველზე დამიჭირეს, სალომე ზურაბიშვილი რომ არა, ახლაც ციხეში ვიქნებოდი - რატომ არ უნდა ვუშვებდე [დაკავებას]. შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის, უკანონობა ირაციონალურია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონისმიერად ოდნავ მაინც მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო ხელისუფლება, შემეძლებოდა ამაზე პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა ამაზე პასუხი არ შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი, მითუმეტეს, რომ მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ", - აცხადებს ნიკა გვარამია "ტვ პირველთან".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს