დონალდ ტრამპი - არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ

არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ტარიფები, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ რუსეთთან „ბიზნესს ფაქტობრივად არ აწარმოებს“.

„იმიტომ, რომ ისინი ომში არიან. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ახლა გიჟებივით ბომბავენ. არ ვიცი რა ხდება იქ, კარგი სიტუაცია არ არის. ჩვენ ვხვდებით რუსეთსა და უკრაინას და გარკვეულწილად ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, დიდად არ მახარებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა