სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს ჩატარდება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა თარიღი ეროვნულ საარჩევნო კომისიასთან გამართული განხილვის შემდეგ შეათანხმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა