შალვა პაპუაშვილი - ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება - ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი, საპროტესტო აქციების  განსახორციელებლად

ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს აღიარება და ზოგს პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა - ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა 7 მილიარდი ევრო ტრიალებს გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი ხელს ითბობს. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რაზეც ვსაუბრობდით - ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს აღიარება და ზოგს ამაზე პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ამხილა „ისფედი“-ს, „ნედი“- ს, სხვათა თაღლითური სქემები და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა აღიარა.

იგივეს ვსაუბრობდით ევროპულ ფონდებზე, ევროპის დემოკრატიის ფონზე და ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება. მათ შორის, ამ დასკვნის მიხედვით, ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი, საპროტესტო აქციების განსახორციელებლად. მგონი, ბევრი რაღაც გვეცნობა, პარალელები საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, რომ ეს თანხები გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა. შესაბამისად, აქ არის, რომ როცა ერთის მხრივ ეჭვია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის ფულის გამოყენება ხდება, მეორეს მხრივ კი, კორუფციის ეჭვი ავტომატურად წარმოიშვება. როცა 7 მილიარდი ევრო ტრიალებს და გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი ხელს ითბობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ჯერ ჩუმად, კერძო საუბრებში ან ირიბად, მაგრამ უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გრანტების სისტემაში კორუფციაა, როცა ერთი და იმავე „ენჯეო“ იღებს ფულს, ერთი და იმავე ადამიანები არიან ექსპერტების სახით, რომლებიც ტრიალებენ სხვადასხვა „ენჯეოში“ და იღებენ სხვადასხვა დაფინანსებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ