კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მძღოლებს საშუალება ექნებათ, ბაგებიდან უმოკლესი გზით - ახალი ხიდისა და გვირაბის გამოყენებით გადაადგილდნენ.

„სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადასაადგილებლად. მეორე ეტაპი კი იყო უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება გვირაბით. ეს სამუშაოები გასულ წელს დავიწყებთ და, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. შესაბამისად, მძღოლებს ბაგებიდან უმოკლესი გზით, ახალი ხიდისა და გვირაბის საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ სატრანსპორტო ნაკადები და ის დიდი დატვირთვა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოდის, მოიხსნას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით, გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, რისთვისაც საჭირო გახდა იქ არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის