ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე - როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის

როდესაც მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს ვინმე დევნის - საქართველოს კანონმდებლობის მხრიდან ჯერი რომ მიდგება მათი ქმედებების საპასუხოდ ნაბიჯებზე, ეს ადამიანები პირდაპირ ტირიან და მათი ცრემლები საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა აწესებს.

„გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალდებულებაა. ამიტომ, მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან და ნუ მიიღებენ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობას, რომ თითქოს ამით ერთმანეთის მიყოლებით გამოწვევას აკეთებენ მანიფესტივით, რომ არ მოვლენ საგამოძიებო კომისიაზე. ამით თითქოს საგამოძიებო კომისიას აკნინებენ, სინამდვილეში ეს ადამიანები თავიანთ თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ.

თუ ასეთი მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ, მობრძანდით ქართველი ხალხის წინაშე ღიად და საჯაროდ, გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაშია და რომელიც თქვენი ქმედებებიდან გამომდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე არმოსვლით ისინი დაუპირისპირდებიან კანონმდებლობას და ქართველი ხალხის ინტერესებს. ასეთ დროს როგორც კანონმდებლობა, ისე ქართველი ხალხის ინტერესები კომისიიდან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით და პრინციპულად დაცული იქნება. ამდენად, მათ პასუხისგება მოიწევს.

ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ფსევდო, თითქოს გულადები და მამაცები არიან, სინამდვილეში კი ისინი ძალიან მხდალად და მშიშარად წარმოაჩენენ თავს, როდესაც უარს აცხადებენ საგამოძიებო კომისიაზე მოსვლაზე და კითხვებზე პასუხის გაცემაზე. შესაბამისად, როდესაც მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპულ იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის. თუ ასეთი მაგრები არიან, კანონმდებლობის რეაგირებასაც ისეთივე აღტკინებით შეხვდნენ, როგორც მანამდე გვესმის ხოლმე განცხადებები, რომ თითქოს გულადები არიან. როდესაც საქართველოს კანონმდებლობის მხრიდან ჯერი მიდგება მათი ქმედებების საპასუხოდ ნაბიჯებზე ეს ადამიანები პირდაპირ ტირიან და მათი ცრემლები საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ